აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ყირიმს ინერტულ მასალებს მიაწვდის – ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დღეს განაცხადეს. გადაწყვეტილება იალტის 2017 წლის ეკონომიკურ ფორუმზე იქნა მიღებული – ადგილობრივი მედია წერს. შესაბამისი ხელშეკრულების დადებას მხარეები უახლოეს მომავალში გეგმავენ.