ანდრეი მაკარევიჩი: “მოტოროლა” გმირი კი არა დამნაშავეა

11ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა დონბასში მოკლული სეპარატისტების ლიდერის “მოტოროლას” სამართლებრივ სტატუსზე ისაუბრა “ფეისბქის” საკუთარ გვერდზე.
“მეგობრებო, სრულიად სერიოზულად მივმართავ იურიდიულ საკითხებში უფრო გათვითცნობიერებულებს, ვიდრე მე: არსებობს თუ არა რუსეთში კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს? თუკი არის ეს კანონი, და ჩვენმა დუმამ ის არ გააუქმა, მაშინ რუსეთის მოქალაქე, მეტსახელად “მოტოროლა”, ამ კანონის მიხედვით, არის დამნაშავე. თუ არ არის ეს კანონი?” -წერს მაკარევიჩი.

შეგახსენებთ, რომ “მოტოროლა” დონბასში უკრაინელების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ის რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო უაღრესად დასუსტდა