ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება

ანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდის

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა.ამის შესახებ განცხადება,გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით უცვლელია. გიორგი მარგველაშვილმა თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა კვლავ მოსამართლეობის კანდიდატებად დაასახელა. მისი თქმით, მესამე კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გუნდში მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე გიორგი კვერენჩხილაძე შეცვალა.

ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის მაისში დაინიშნა. ანა დოლიძე, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილთან ერთად, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.

https://youtu.be/rQy03bYXkdM

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ამ მთავრობას სურს, მოიგოს არჩევნები, სადაც პრემიერმა არ იცის, რას აკეთებს თავდაცვის მინისტრი?
შემდეგი სტატიაპეტიციაში, ბრიტანეთში ხელახალ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ათობით ათასი ყალბი ხელისმომწერი იპოვეს