ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას – ზაზა სარალიძეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხარდაჭერას უცხადებენ.
აქცია ლოზუნგით – “აღასრულე სამართალი”, პოლონეთში გაიმართა. ვარშავის ცენტრში პოლონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები შეიკრიბნენ.
ზაზა სარალიძესთან ერთდ, მათ თანადგომა ყველა იმ შვილმკვდარ მშობელს გამოუცხადეს, ვინც ბოლო დღეებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქციაზე დგას.