ადვოკატი: ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობა, სავარუდოდ, ჯგუფურად დაიგეგმა

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობა სავარუდოდ ჯგუფურად დაიგეგმა – ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და ახლა სამართალდამცველები ეჭვმიტანილის დაკავებაზე მუშაობენ.

ადვოკატის ინფორმაციით, სრულადაა გაშიფრული სათვალთვალო კამერები, საიდანაც დასტურდება, რომ მკვლელობამდე ხარძიანს სწორედ ეჭვმიტანილი უთვალთვალებდა.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი დაიცვა
შემდეგი სტატიაგიორგი ცააძის და ირინა ცააძე დაკითხვაზე იმყოფება