,,ადიგენის წყლის რეაბილიტაციისთვის თანხა ჩარიცხული იყო, მაგრამ ეს სადღაც გაქრა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა, იმ შეჩერებულ პრეოქტებზე ისაუბრა, რომელიც ადიგენის რაიონში უნდა განხორციელებულიყო.

“დღეს ადიგენის რაიონი უსამართლოდ ისჯება, რადგან აქ 3 წელია უკვე გაზიფიცირება შეჩერებულია მიუხედავად ჩემი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა. სინამდვილეში კი ეს პროცესი 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო. შეჩერებულია აბასთუმნის მშენებლობაც, აქ არაა კანალიზაცია და წყალმომარაგება. ეს მაშინ, როცა ადგილობრივები მხოლოდ საკურორტო მომსახურებით ირჩენენ თავს. გაღმა ადიგენის წყლის რეაბილიტაციისთვის თანხა ჩარიცხული იყო, მაგრამ ეს სადღაც გაქრა და სამუშაოები შეჩერებულია. ასევე შეჩერებულია გოდერძის და საირმისკენ მიმავალი გზების მშენებლობა, რის გამოც ადიგენი ისევ ჩიხად რჩება. არ არსებობს არცერთი საწარმო, რომელიც ამ რაიონში მუშაობს და მოსახლეობა ვერსად ვერ საქმდება, რის გამოც უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე. ამას ემატება კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. ძველი კანონით რაიონი მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნოდა, ხოლო ახლით დაახლოებით 95% არ მიეკუთვნება, რის გამოც მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა.” – აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაში“რუსეთს გეგმა B და C აქვს, ნავთობზე არასასურველი კონიუკტურის შემთხვევაში”
შემდეგი სტატიაოპოზიცია თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ინეტრესებს უკავშირებს