ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით მასტერკლასი მიმდინარეობს. ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ადამიანური რესურსების მართვის, ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის საკითხებს შეისწავლიან.

მასტერკლასს ტრენერი ზაზა ქოიავა და დიდი ბრიტანეთის მრჩეველი ალექს პოლი უძღვებიან. ტრენერები მოხსენებებს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე, მართვაში ფსიქოლოგიის შემოჭრაზე, ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე, ადამიანური რესურსების დაგეგმვის ძირითად საფუძვლებზე, ლიდერობასა და ორგანიზაციულ კულტურაზე წაიკითხავენ.
მასტერკლასს თავდაცვის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძე : მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – არჩილ გეგეშიძისგან ახსნა : განმარტებებს მოვისმენთ და შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ