პროკურატურის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობა უახლოეს მომავალში მოხდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობა უახლოეს მომავალში მოხდება. უწყების ცნობით, გამოძიებას თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აწარმოებს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება კვალიფიკაციას, უწყების ინფორმაციით, საქმე ერთხელ უკვე გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მეხუთე ნაწილზე, ამჟამად კი კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შსს აწარმოებს გამოძიებას ალექსანდრე პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად. რაც შეეხება კვალიფიკაციას, როგორც საზოგადოებამ იცის, საქმეზე ერთხელ უკვე შეიცვალა კვალიფიკაცია და 117 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-5 ნაწილზე. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი საფუძველი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები საქმის გადასაკვალიფიცირებლად,” – განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, განცხადება დრეს მისმა ადვოკატმა გააკეთა. ლევან სამუშიას განცხადებით, თავდასხმიდან 20 დღის გასვლის მიუხედავად, სტატუსის მინიჭება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ჯერ შეუძლებელია”
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე საკუთარ სახლში “მაესტროს” თანამშრომლებს ხვდება