სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტელეკომპანია ,,მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაესტროს პროცესებში სახელმწიფო არ მონაწილეობს და სახელმწიფოს ჩართულობა არ არის არანაირი. ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ვითარდება მაესტროს გარშემო და იქიდან გამომდინარე, თუ გვექნება უფრო მეტი მტკიცებულება იმის, რომ კითხვის ნიშანი რჩება სახელმწიფოს ჩართულობასთან დაკავშირებით, ჩენ გავაკეთებთ განცხადებას. ამ ეტაპზე, ჩვენ შორიდან ვაკვირდებით და ვსწავლობთ იმ დოკუმენტებს, თუ რა გახდა საფუძველი ამათუიმ გადაწყვეტილების მიღების”- განაცხადა სახალხო დამცველმა ,,მაესტროს” ეთერში.