თინა ბოკუჩავა: ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით პროვოკაციის მოწყობას ცდილობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით თვითონ ცდილობს პროვოკაციის მოწყობას და შემდეგ ამის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაბრალებას.

„დილიდან სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებთაც არანაირი საერთო არ აქვთ საარჩევნო პროცესთან. ეს არის სწორედ ის უბნები, რომლებზეც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო. ამიტომ , ამ დაგჯუფებების მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროვოკაციები გამოეწვიათ. ჩვენ გვყავს ყველა უბანზე დამკვირვებლები, ისინი ცდილობენ, რომ პროცესები დემოკრატიული ჩარჩოს ფორმიდან არ გავიდეს.
ხელისუფლება ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალოს, თითქოს ჩვენ გვაქვს პროვოკაციების გამოწვევის მცდელობა. ეს რა თქმა უნდა სიცრუეა. ესაა ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა რომ მოქალაქეებზე იყოს ორიენტირებული, დაკავებულია ადამიანების დაშინებით. ჩართული ჰყავთ სპეცსამსახურები და ამ მეთოდებით ცდიოლობენ არჩევნებზე თავიანთი მიზნის მიღწევას.
ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ტესტია იმისა, თუ როგორ ჩაატარებს ეს ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ჩვენი ინტერესია რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეს ჯგუფები მოაშორონ საარჩევნო უბნებს.“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: სამწუხარო რეალობაა საქართველოში, როცა არასამთავრობოები ხელისუფლების შეტევის ობიექტები ხდებიან
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: ნატოს რუსული პროპაგანდა აშფოთებს