დედაქალაქის საკრებულუში მერის მოადგილის დამტკიცების მიზნით გამართულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილებდნენ.
გიორგი ლილუაშვილს მხარი ჯამში 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 4 საკრებულოს წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი 14 იანვარს წარადგინა. მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი სოლომონიამ დატოვა თანამდებობა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადავიდა.