2016 წლიდან სკოლებსა და ბაღებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პროქტი განხორციელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყება პროექტის განხორციელება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების კუთხით, მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ბაღებს ეხება.

როგორც დანელიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურად ყველა საბავშვო ბაღი შემოწმდა, რაც შეეხება სკოლებს, მინისტრი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სკოლების 60%-ია შემოწმებული.

„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბაღებს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რაც პირველი პრობლემა გახლდათ, ასევე ჰიგიენური ნორმები, რომლის დაცვაც აუცილებელი იყო. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყება პროექტის განხორციელება, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების კუთხით, განსაკუთრებით ეს ბაღებს ეხება. აბსოლუტურად ყველა საბავშვო ბაღი შემოწმდა საქართველოს მასშტაბით. სკოლებს რაც შეეხება დაახლოებით 60% შემოწმდა, ეს რაოდენობა არასდროს არ ყოფილა, 2013 წლამდე ზოგადად სტატისტიკაც არ არსებობდა ინსპექრტირებისა. ასევე მნიშვნელოვანია კლასიფიკაცია, ჩვენ გავაკეთეთ კლასიფიცირება იმ დაწესებულებების, თუ სად, რა მეთოდოლოგიით და რა მიდგომით შეიძლება იყოს სურსათი რეალიზუებული და მათ შორის მისი უვნებლობის წესები დაცული. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის, განათლების სამინისტრო და რეგიონალური განვითარების სამინისტრო და მათ შორის გიორგი ამაშუკელის ჩართულობაა უშუალოდ ამ ჯგუფში მნიშვენოვანია, ვინდან მოხდეს სწორი განსაზღვრა თითოეული მიდგომის, რომლიც უნდა განვავრცოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში, სოფლებსა თუ ქალაქში, მორგებული იქნება იმ პრაქტიკაზე, რომელიც ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს მწირი ინფრასტრუქტურული შესაძლობლობები ჰიგიენის ნორმები უნდა იყოს დაცული და ამასთანავე, უკვე შემუშავებულია სკოლის კვების რაციონი, მიმდინარეობს მუშაობა ბაღების კვების საკითხზე“, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშირისთვის უხდის მადლობას ნოდარ ხადური გიორგი ქადაგიძეს?
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი გახდა