20 იანვარს სერგო რატიანის ქმედებებს პასუხი გაეცემა -“ენმ”-ს აჭარის ორგანიზაცია

“ენმ”-ს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ომარ მეგრელიძის საპარლამენტო სიიდან ამოღების საკითხს გამოეხმაურენენ. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, სერგო რატიანმა ამ გადაწყვეტილებით, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა და მისი თქმით, სერგო რატიანის ქმედებებს 20 იანვარს პასუხი გაეცემა.

„სამწუხაროდ, იმ ვიწრო ჯგუფმა, რომელსაც ბოკერიას ფრთა ეწოდება და რომლის რიგებში სამწუხაროდ, სერგო რატიანი მოხვდა, მიიღო პარტიზანულად გადაწყვეტილება, რომ ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა აჭარას სიიდან ამოეღო. ეს არ იყო ომარ მეგრელიძის შეურაცხყოფა, შურისძიება, არამედ იმ 50 ათასი მოსახლის შეურაცხყოფა, რომელმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი. 20 იანვარს, აჭარიდან ჩვენი დელეგატები ამ ყველაფერზე სერგო რატიანს პასუხს აუცილებლად გასცემენ“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: უგულავა შემრიგებელი არ არის
შემდეგი სტატია„ბავშვი არ გიჯერებთ“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა გადაიდო