108 წლის წინანდელი ბოთლით გაგზავნილი შეტყობინება

108 წლის წინანდელი ბოთლით გაგზავნილი შეტყობინება

108 წლის წინანდელი ბოთლით გაგზავნილი შეტყობინებაგერმანიაში დამსვენებელმა ტურისტებმა ჩრდილოეთი ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაახლოებით 108 წლის წინ ბოთლით გაგზავნილი შეტყობინება იპოვეს. სავარაუდოდ, ეს ყველაზე ძველი შეტყობინებაა – წერს გაზეთი Independent.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ ამრუმთან ბოთლი პენსიონერებმა აღმოაჩინეს. ბოთლში მათ დაინახეს წარწერა “გატეხეთ ბოთლი”. “ჩემი ქმარი ხოესტი, აკურატულად შეეცადა ჩანაწერის ბოთლიდან ამოღებას, მაგრამ ეს არ გამოვიდა, ამიტმო მითითებებს მივყევით” – ამბობს ბოთლის აღმომჩენი ქალბატონი.

ბოთლში ინგლისურ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებზე აღმონდა წარწერა: ბოთლის მპოვნელს სთხოვდნენ მიეთითებინა, სად იპოვეს ის, შემდეგ კი ღია ბარათი გაეგზავნა პრიტანეთის პლიმუტში მისამართზე ბრიტანეთის საზღვაო ბიოლოგიური ასოციაცია. დაწესებული საჩუქარი – ერთი შილინგი (12 პენსო) .

ბოთლი ჩრდილოეთ ზღვაში ჩააგდეს დაახლოებით 1904-1906 წლებში, ზღვის ტალღების შესასწავლად – განაცხადეს ასოციაციაში. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლეობით 1000 ბოთლი ისროლეს, თუმცა, ღია ბარათები ასოციაციაში დიდი ხნის უკან დაბრუნდა.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ძველი ბოთლი 99 წლის წინანდელია. მეცნიერებმა გინესის წიგნს აცნობეს, რომ ახალი რეკორდი დააფიქსირონ.

ბოთლის მპოვნელ პენსიონერებს ჯილდო, დაპირებული ერთი შილინგი გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშიიგოეთთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატია,,გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარება შეუქცევადია”