ჯონ კერი 50 დოლარით დააჯარიმეს.

შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანი, ჯონ კერი 50 დოლარით დააჯარიმეს. ბოსტონის მერიამ ჯარიმა სახელმწიფო მდივანს იმის გამო დაუწესა, რომ მან საკუთარი სახლის წინა ეზო და ტროტუარი თოვლისაგან არ გაასუფთავა.

ჯონ კერის წარმომადგენლის ინფორმაციით, დათოვლილი ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული, როგორც ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჯონ კერი სახლიდან გადის. დიდთოვლობის დროს სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში იმყოფებოდა. დასუფთავების კერძო სამსახური კი მისი ნებართვის გარეშე ტერიტორიას ვერ მიუახლოვდა და თოვლისგან ვერ გაწმინდა.

 

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია
შემდეგი სტატია1 თებერვლიდან მზიანი ამინდებია მოსალოდნელი