ჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს

ჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს. ფრაქციის 6 წევრიდან სხდომას 5 ესწრებოდა. დეპუტატის ფრაქციიდან გარიცხვას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ სვეტლანა კუდბამ.

ფრაქციის სხდომას არ დასწრებია თავად ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც აცხადებს, რომ სხდომა საიდუმლოდ შეიკრიბა და მიიღეს მისი გარიცხვის გადაწყვეტილება.

თავად ფრაქციის თავმჯდომარე ფუტკარაძის გარიცხვის მიზეზად ბოლო პერიოდში ფრაქციის დისციპლინისადმი ფუტკარაძის დეპუტატის საქციელის შეუთავსებლობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ში გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს