ხმაური სამხედრო ჰოსპიტალში- სოციალურად დაუცველები შენობის დაცლას არ აპირებენ

გუშინ გვიან ღამით ხმაური იყო ისანში მდებარე ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალში. 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

სხვდასხვა უწყების წარმომადგენლებმა ისინი უახლოეს მომავალში შენობის დაცლის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს. მათ პირველ ეტაპზე ქირით, აგვისტოდან კი ორხევში მუდმივ საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზეს.

შენობა დევნილთა სამინისტროს ბალანსზეა და აქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რის შემდეგაც ბინები დევნილებს უნდა გადაეცეთ.

სოციალურად დაუცველები ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალში 3 წლის წინ შეიჭრნენ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად უკვე საქართველოს ხელისუფლებაშია
შემდეგი სტატიავიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა და შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით