შს მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია .
“უახლოეს დღეებში გაიგებთ მის ვინაობას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ეს ადამიანები შეირჩნენ პროფესიონალიზმის მიხედვით.
“ჩემი მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმები არის ერთი, ეს არის პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა შს სამინისტროში საკადრო ცვლილებები, მინისტრმა განმარტა, რომ მოხდება გარკვეული გადაადგილებები.
“მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან მე არავის დათხოვნას არ ვაპირებ, რამეთუ ჩემი წინამორბედი, ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს და სიტუაციებს, ერთი ხედვა გვაქვს. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ამაზე ბატონმა ვახტანგმა იზრუნა და გაუშვა”, – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას თეა სირაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი – წითელუბანში ბანერის დადგმასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება