შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სააგენტოს თანამშრომელი ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით, თბილისსა და რუსთავში მდებარე მაღაზიებიდან თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონებს და მათი რეალიზება მოახდინა.

აღნიშნული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიისლამისტებმა ქრისტიანთა სისხლით ზღვა შეღებეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის