,,შენ, რომელმაც უსუსური ლომის ბოკვერი მოკალი ვოლიერში, შენ ვინ ხარ???,,

1604938_245499252288633_1282777780_n,,ზუსტად იმიტომ რომ ადამიანი ვარ!
ზუსტად იმიტომ რომ შემძრა ადამიანთა მსხვერპლმა, მათ შორის ერთი ოჯახიდან ორი ახალგაზრდა დის დაღუპვამ!
ზუსტად ამიტომ გეკითხები შენ, უცნობო!
რატომ მოკალი ლომის ბოკვერი ვოლიერში? რატომ?
გეკითხები იმიტომ, რომ მე – ადამიანმა, მას მერე, რაც დაღუპულებს გამოვიგლოვებ, შენთან ერთად უნდა გავაგრძელო ცხოვრება, სადღაც შეიძლება შემხვდე, გამიღიმო, გამომელაპარაკო! მერე შეიძლება მეც გამიჭირდეს, მე – ადამიანს! უნდა მქონდეს შენი იმედი???
ამას გეკითხები, რადგან მე ადამიანი ვარ! ღვთის ყველაზე სრულყოფილი ქმნილება!
ჰოდა, მე – ადამიანი – გეკითხები: შენ, რომელმაც უსუსური ლომის ბოკვერი მოკალი ვოლიერში, შენ ვინ ხარ???,, წერს ირინა სარიშვილი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო მზადაა საქართველოს დაეხმაროს
შემდეგი სტატიაქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი