“ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს გამგებელი დააკავეს”–ამის შესახებ ინფორმაციას ” ბი ნიუსი” ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით სოფელ მუხაესტატეს გამგებელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, კერძოდ სოფლის ცენტრში მდებარე შენობის გასხვისებისთვის 4000 ლარის ქრთამის აღება ედება ბრალად მას.
დაკავებული ქართული ოცნების აქტივისტი და ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ახლო მეგობარია.