ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილიამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილებს საკუთარ აგარაკს დაუთმობს, სადაც ის ფაქტობრივად არ დადის. პრემიერმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა თანაგრძნობა გამოხატონ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობსი გამო და დახმარების ხელი გაუწოდონ ლტოლვილებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეების სოლიდარობა ერთგვარ მოძრაობაშიც გადაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისიდან ევროკავშირში 340 ათასი ლტოლვილმა ითხოვა თავშესაფარი.