,,დედა, ჩვენ დონეცკში კი არა დამასკოში ვართ,, – ბლოგერები რუსი ჯარისკაცების სირიაში ყოფნას ადასტურებენ…

siria...,,შვილო… შენ იქ… დონეცკში… თავს გაუფრთხილდი! – დედა… ჩვენ დონეცკში კი არა დამასკოში ვართ!,,… რუსი ბლოგერები რუსი ჯარისკაცისა და  დედის სოციალურ ქსელში მიმოწერას ასაჯოროვებენ…

ამ დღეებში რუსი ბლოგერების მიერ აქტიურად ხდება რუსული არმიის სირიის კონფლიქტში მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტების გამოქვეყნება, რომელიც ინტერნეტში მიმდინარე მიმოწერასა და ფოტოებს ეხება. დამოუკიდებელი რუსული საიტები კი, სირიაში დაღუპულ ათეულობით რუს ჯარისკაცზე ავრცელებენ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორიოდე დღის წინ ვლადივოსტოკში საჯაროდ დაადასტურა სირიის მოქმედი ლიდერის ბაშარ-ალ ასადის ერთგული ძალებისადმი იარაღით, სამხედრო ტექნიკითა და ლოჯისტიკურ-ინტელექტუალური რესურსებით მხარდაჭერა, მან იმავედროს კატეგორიულად გამორიცხა რუსი სამხედროების სირიაში ყოფნა… თუმცა, როგორც იტყვიან ,,დამალული ჭირი თავს არ დაიმალავსო,,… როგორც რუსი ბლოგერები და დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროები ადასტურებენ, სირიიდან უკვე რუსული ,,ტვირთი-200,,-ს დიდ რაოდენობა ჩამოაქვთ…

siria3pressafoto.ru -ს ცნობით, სირიის პროვინცია რაკკას სარაკეტო დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი 103 რუსი ჯარისკაცის ცხედარი სამხედრო აეროდრომ აინ-ისაში ასვენია.

პსკოველი რუსი მედესანტეების დაღუპვას სირიაში მომქედ საწვრთნელ ბაზაზე,  თურქული მედიაც ადასტურებს, ხოლო ,,ასოშეიტედპრესი,, ,,გრუს,, 5 მებრძოლის განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაციას.

ტელეარხ Press TV-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციაში კი, საუბარია 70-მდე დაჭრილ რუს მეომარზე, რომელთა უმრავლესობის მდგომარეობა სერიოზულია და 40 ერთეულ რუსული ჯავშანტექნიკის განადგურებაზე, სარაკეტო დარტყმების დროს სირიაში.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშითსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში კვლავ დაწინაურდა
შემდეგი სტატიაფინეთის პრემიერი მზად არის ლტოლვილებს საკუთარი აგარაკი დაუთმოს