რუსეთის დაზვერვის გაძლიერება ჩეხეთში

აქტიურობები შენიშნა

აქტიურობები შენიშნაჩეხეთის უშიშროების და ინფორმაციის სამსახურმა (BIS) ქვეყანაში რუსეთის, უკრაინის და ჩინეთის დაზვერვის სამსახურების აქტიურობები შენიშნა – ამის შესახებ საუბარია ტრადიციულ ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც 4 სექტემბერს ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა.

BIS, ისევე, როგორც გასულ წლებში, რუსეთის დაზვერვის ოფიცრების დიდ რაოდენობაზე წერს, რომლებიც ჩეხეთში ცხოვრობენ და აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან. უწყების თქმით, რუსული დაზვერვის ინტერესი ენერგეტიკული კომპლექსი და სამეცნიერო-ტექნიკური სექტორია. მათი დანიშნულებაა ჩეხეთში მცხოვრებ რუსებზე ზემოქმედების მოხდენა.
მოხსენების თანახმად, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთი და მისი მომხრეები ჩეხეთში თეთრ, მუქ და შავ პროპაგანდას ეწევიან, რომელიც ტრადიციული საბჭოთა მეთოდებით ხორციელდება: საკუთარი მოქმედებების დაფარვა და დასავლეთის დემონიზაცია, ამისათვის რუსეთი იყენებს მოქალაქეთა იდეოლოგიურ მანიპულაციას, რომლებიც გაუცნობიერებლად მხარს უჭერენ რუსეთის პროპაგანდას, ასევე რუსულ გაერთიანებებში მოქმედი სპეციალისტების ყურადღების ცენტრში ყოფნას.

როგორც დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რუსული და პრორუსული პროპაგანდა ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში არა მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, მათი სურვილია 1919 წელს, რევოლუციის შემდგომ წლებში დაარსებული კომინტერნის ტიპის სტრუქტურის დაარსება. სტრუქტურა დაფუძნებულია რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრ დუგინის იდეოლოგიასა და მის ნეოევრაზიულ თეორიაზე. შექმნილი საერთაშორისო, პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა 1930-იან წლებში – კომინტერნის ოქროს ხანაში – აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრემიერი მზად არის ლტოლვილებს საკუთარი აგარაკი დაუთმოს
შემდეგი სტატიამოლდოვა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს… (VIDEO)