ფალიაშვილის ქუჩაზე მტაცებელ ცხოველს ეძებენ

მტაცებელი, რომელცი მამაკაცს დაესხა თავს ლიკვიდირებულია

მტაცებელი, რომელცი მამაკაცს დაესხა თავს ლიკვიდირებულიაყოფილი რიგის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ სპეცრაზმი და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, ისინი შენობის სარდაფში მტაცებელს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ეს ვეფხვია თუ სხვა მტაცებელი.
ოფიციალურად ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ადგილზე იმყოფება ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე. სავალი გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. სამძებრო ადგილთან ხალხია შეკრებილი. მობილიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა რაც 112-ზე მაცხოვრებელმა დარეკა და მტაცებელის არსებობის შესახებ შეატყობინა.

ამ წუთებში ფალიაშვილის 52 ნომერში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე იმყოფება “თაიმერის” კორესპოდენტი.

ერთ-ერთმა მზარეულმა ფანჯრიდან დაინახა ვეფხვი.აღნიშნულ  ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.სამართალდამცველები საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იმყოფებიან.აქვე იმყოფებიან ზოოპარკის თანამშრომლები სპეციალური აპარატურით იმისათვის, რომ მოხდეს ცხოველის დაძინება.

banner
წინა სტატიაშიკერი პუტინის განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავს
შემდეგი სტატიაშვეიცარიელი გამომძიებლები ბლატერს დაკითხავენ