შვეიცარიელი გამომძიებლები ბლატერს დაკითხავენ

ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის შესაძლო დაკითხვაზე შვეიცარიის პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა გააკეთა განცხადება. ფიფას კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაახლოებით 53 ფულის გათეთრების შემთხვევა ფიქსირდება.
საქმის გამოძიების ირგვლივ შვეიცარიელი გამომძიებლები ფიფას ხელმძღვანელი პირების დაკითხვას აპირებენ, მათ შორის იოზეფ ბლატერის და ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჟერომი ვალკესის. «საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი დაიკითხება. სრულიად გასაგებია, რომ ეს შეეხება ფიფას პრეზიდენტს და გენერალურ მდივანსაც» – განაცხადა შვეიცარიის ფედერალურმა პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა ციურიხში დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
ლაუბერმა თქვა, რომ გამოძიება თვეების მანძილზე გაგრძელდება, «შესაძლოა წლებიც». ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება «კარგ შედეგებამდე» მივა.
მისი თქმით, უკვე დაფიქსირებულია ფულის გათეთრების 53 საქმე და 100 საეჭვო საბანკო ოპერაცია. კონფისკაცია გაუკეთდა ფიფას 9 ტეტრაბაიტ კომპიუტერულ მონაცემებს.

banner
წინა სტატიაშიფალიაშვილის ქუჩაზე მტაცებელ ცხოველს ეძებენ
შემდეგი სტატიაკვლევა: 2014 წლის ომები მსოფლიოში 14 ტრილიონი დოლარი დაჯდა