“სუსი უთვალთვალებს, სუსი იწერს, სუსი უსმენს”–გაბაშვილი

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს”სუს-ი უსმენს, უთვალთვალებს და იწერს ნებისმიერ ადამიანს, ამით არსებობის გახანგძლივებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ,” – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა, გააკეთა.

გაბაშვილი ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ არცერთი დაპირება არ შეასრულა და უკვე მიღებულ წარმატებებს საფრთხე შეუქმნა.

”სუსი უთვალთვალებს, სუსი იწერს, სუსი უსმენს. 100 000 მდე მოქალაქეს უსმენენ ერთდროულად და სისტემატიურად, ყველას უსმენენ ყველას უთვალთვალებენ. ამ მეთოდებით არსებობის გახანგძლივება უნდათ, მაგრამ ამ მმართველობას ვეღარ გაიხანგძლივებენ. ეს ადამიანები, რომლებიც უკეთეს ცხოვრებაზე, თავისუფლებაზე და გამდიდრებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს.

“მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლების შემდეგ არ შეიძლებოდა, ვინმეს უფრო მეტი თავისუფლება, გახსნილობა და დემოკრატიული სტანდარტები შემოეტანა. გვქონდა რეფორმები, მაგრამ იყო პრობლემური საკითხები. თუმცა, ამ ადამიანებმა ყველაფერი ჩამოაქციეს. ყველაფერი ერთი ოლიგარქი ივანიშვილის მონობის ქვეშ მოაქციეს,” – განაცადა გიორგი გაბაშვილმა თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიასთან მიმართებაში დაშვებულ შეცდომებს იხსენებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ “ამ შეცდომებში პოლიტიკური ფასი გადაიხადა”–ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს

„არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უბრალოდ უნდათ, რომ ამოშანთონ და გააქრონ პოლიტიკური დისკუსია. ჩვენ ვხედავთ, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე, ღია შეტევა რუსთავი2-ზე. ეს პროცესები მიმდინარეობს. გოგი თოფაძე საუბრობს ღიად და დაუფარავად იმაზე, რის შენიღბვასაც ცდილობს ქართული ოცნება,“ – აცხადებს გიორგი გაბაშვილი.

გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას დღეს აქვს „რეიტინგული კოლაფსი“, ხელისუფლებამ 3 წელიწადში დაკარგა მოსახლეობის მხარდაჭერა და ის, გოკა გაბაშვილის, პროგნოზით შემდეგ წელს გახდება ოპოზიცია.

„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გეტყვით, “გადაგვაგდესო”. ურეიტინგოდ დარჩენილი ხელისუფლება ცდილობს, იმოქმედოს მედიასთან მიმართებაში, მაგრამ რაც უფრო მძიმედ იმოქმედებენ, მით უფრო მძიმედ დაამთავრებენ,“ – ამბობს გოკა გაბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკა კვესიტაძის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაკვიტაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ…?