სომხეთში მომიტინგეებს ოპოზიციაც შეუერთდა

ერევანში პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად ემზადებიან

სომხური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში უკვე მეექვსე დღეღამის განმავლობაში მიმინარე  აქციას, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილებას მოყვა, სომხეთის საზოგადოებრივი-პოლიტიკური ოპოზიციის ,,დამფუძნებელი პარლამენტის,, წევრებიც შეუერთდნენ…

მიუხედავად გუშინ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სხვაობას მთავრობა საკუთარი ხარჯებიდან დაფარავდა,  ერევანში მომიტინგეები არ დაშლილან და ისინი ტარიფის გაზრდის სრულ გაუქმებას მოითხოვენ.

სამოქალაქო ინიციატივა ,,არა ძარცვას,, რომელიც ერევნის აქციის ორგანიზატორია, უახლოეს ხანში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საყოველთაო სამოქალაქო მობილიზირებით იმუქრება.

banner
წინა სტატიაშირა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს
შემდეგი სტატიაოლიმპიური ცეცხლი ხობში და სენაკში