სომხეთის პრეზიდენტი თურქეთში არ წავა

სომხეთის პორეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს მემორიალურ ღონისძიებებში, რომელიც გალიპოლისკის ბრძოლის 100 წლისთავს ეძღვნება. სარგსიანმა ანკარას 1915 წლის სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა თურქეთს.

„მსოფლიოში მშვიდობის გზავნილის გასაკეთებლად გირჩევდით პირველი გზავნილი თქვენს მიერ სომხების გენოციდის აღიარებით დაიწყოთ და პატივი მიაგოთ მილიონნახევრ დაღუპულ მსხვერპლს“ – ნათქვამია ერდორანისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოსმანეთის იმპერიამ, რომელიც გერმანიის და მისი მოკავშირეების მხარეს იბრძოდა, სომეხი მოსახლეობა რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა და გამოსცა კანონი დეპორტაციის შეასახებ. თურქეთში სომხებისგან მასიური განდევნა დაიწყო, რამაც მშიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია. სხვადასხვა წყაროებით მსხვერპლი 200 ათასიდან 1, 5 მილიონამდე იყო. ოფიციალური სტატისტიკით 1927 წელს თურქეთში მხოლოდ 77,4 ათასი სომეხი ცხოვრობდა. ამერიკელმა იურისტი რაფაელ ლემკი, რომელმაც 1944 წელს დანერგა ტერმინი „გენოციდი“, სომხების გენოციდს აღიარებდა.

banner
წინა სტატიაშიGoogle Translate-მა კამერიდან თარგმნა ისწავლა
შემდეგი სტატიაფრენკ დარაბონტმა „ფიფქია და მონადირეს“ გაგრძელებაზე უარი თქვა