სოზარ სუბარი: პარლამენტის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი მაქვს

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ახალი პროგრამა წინა პროგრამისგან არსებითად განსხვავებული არ არის. სუბარი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მთავრობას მხარს დაუჭერს.
“იმედი მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერის პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება მთავრობის პროგრამას, ის არსებითად იგივეა. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს გეგმას, ის მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული. ძალიან ბევრი სიახლეა ჩვენთან ამასთან დაკავშირებით. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ დევნილთა შემოსავლის წყაროების გაზრდას და მათ გრძელვადიან განსახლებას”, – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა მოუსმინონ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს
შემდეგი სტატიაА-320-ის მფრინავი დაჯახების მანიოვრებს სხვა რეისებზეც აკეთებდა