სერგო რატიანი: საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ დაბრუნდა კორუფცია

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

„უფროდაუფრო მეტი ადამიანი ამბობს და პოლიტიკური ძალებიც ხედავენ, საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ დაბრუნდა კორუფცია და იმას, რაც მოპოვებული იყო ძალიან დიდი შრომის ფასად, ემუქრება საფრთხე,“ – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა შვეიცარიის ელჩის მიერ გამოცემა Financial-თვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც გიუნტერ ბეხლერი რეგიონებში სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყანა კორუფციის ჭაობში ეფლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას, საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრება.

კორუფციის დონის თვალშისაცემად მომატებაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატებიც. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით „მოარული ხმები“ მასთანაც მივიდა. მისი თქმით, ამ ფაქტზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება.

უმრავლესობა კი გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრას გეგმავს. გიგლა აგულაშვილი აპირებს პირადად მისგან მიიღოს უფრო დეტალური ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაში12 და 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიააბულაძის დაკავების ადგილზე კრიმინალისტებს ელოდებიან