საქართველოს მოქალაქე – ძვირადღირებული ტერორისტი

თარხან ბათირაშვილი

საქართველოს მოქალაქე - ძვირადღირებული ტერორისტისაქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი ყველაზე “ძვირადღირებული” ტერორისტების სიაში შევიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში 5 მილიონ დოლარს იხდის. თარხან ბარითაშვილი, იგივე უმარ აშ-შიშანი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. სხვადასხვა მონაცემებთ ისლამური სახელმწიფოს მხარეს დაახლოებით საქართველოს 200 მოქალაქე იბრძვის, რომელთა უმეტესობა ეთნიკური ჩეჩენია. უკანასკნელ ხანებში პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში ტერორისტების მხარდასაჭერად გადინება საგრძნობლად შემცირდა – ამის შესახებ ადგილობრივები ამბობენ.

ყოფილი ქართველი ოფიცერი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ვეტერანი თარხან ბათირაშვილი აბუ მოჰამედ ალ-ადნანთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე “ძვირიანი” ტერორისტების სიის ხუთეულშია – წერს “ეხო კავკაზა”.

უმარ ალ-შიშანში აშშ 5 მილიონ დოლარს იხდის. იგივე თანხაა დაწესებული აბუ მოჰამედ ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც ისლამურ სახელმწიფოში ტერორისტული დაჯგუფების პრეს-მდივანია. ორი მილიონით მეტია დაწესებული აბურახმან მუსტაფა ალ-ქადულის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელია. ყველაზე ძვირად შეფასებულია თვითონ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მასზე 10 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა.

www. timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე “საზღვრის დარღვევის” გამო სცემეს
შემდეგი სტატიაგიორგი გვიმრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრე და აქტიური მხარდამჭერია