სავჩენკოს დაცვა მისი საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანას მოითხოვს

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატები მისი საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანას მოითხოვენ, რადგანაც საავადმყოფოში იმაზე უარესი პირობები აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ.
როგორც ტვიტების საკუთარ გვერდზე სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა დაწერა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქალაქო საავადმყოფოში ყოფნა მისთვისაც, როგორც ადვოკატისთვის, ბარიერს წარმოადგენს.
ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქის მე-20 საავადმყოფოში დაცული არ არის სანიტარული ნორმები, პალატაში არ არის შხაპი, ასევე ბრალდებულის ნათესავებს მისი ნახვის საშუალება არა აქვთ.

ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ივლისში იქნა დაკავებული. ის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ
შემდეგი სტატიაახალი მთავრობის წარდგენა ხვალამდე გადაიდო