სააკაშვილი: ივანიშვილის მარიონეტი ღარიბაშვილი ცრუობს

facebook-inc-news-feedსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ღარიბაშვილმა იცრუა როცა თქვა, რომ 2012 წელს რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობა ყოფილმა ხელისუფლებამ თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტში გაცვალა.

„ივანიშვილის მარიონეტი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ, თურმე, 2012 წელს რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობა, ჩვენ გავცვალეთ მხოლოდ თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტში, მაშინ როდესაც ბევრად მეტის მიღება შეგვეძლო. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი!2012 წელს ამერიკელების ზეწოლით რუსეთი დათანხმდა ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, საერთაშორისო საბაჟო კონტროლის დაწესებას, რითაც 2008 წლის შემდეგ დამპყრობელს პირველად ვაღიარებინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ისე, რომ ერთხელაც არ უხსენებიათ “დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”.

რაც შეეხება იმას, თუ რა მივიღეთ უშუალოდ ამერიკისაგან: – ობამამ გამოაცხადა “მაღალი დონის დიალოგის” დაწყება საქართველოსთვის, ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესებაზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ზღაპრულ პერსპექტივებს უქადდა და ასევე პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მოწოდების გეგმა. ამის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ჩვენი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო თავდაცვის მოთხოვნები და წარუდგინა ანგარიში პენტაგონს და თეთრ სახლს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო საჰაერო და საზღვაო სისტემების მოწოდება და საინჟინრო გამაგრებების მოწყობაში და ტერიტორიული თავდაცვის მოწყობაში გამაგრება.

ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ჩემმა მთავრობამ 2009 წელს მოაწერა. სამწუხაროდ ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობა შეაჩერა. ეს არის ის ფაქტები, რომლის გადამოწმება უადვილესია, ჩვეულებად ქცეული ქოცური ტყუილების გასაქარწყლებლად.

მე ყველაზე მეტად მეცოდება ჩვენი ხალხი და ქვეყანა, რომლებიც მინიმუმ სიმართლის გაგონებას მაინც იმსახურებს, სხვა მხრივ სრულიად უნიათო მთავრობისგან“, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ცალკე უწყებად იარსებებს, ხოლო ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნება