შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტიპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლების იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელებას სთხოვს, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით – მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით სარგებლობდა.
როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, არსებული სიტუაციის შეფასება შედარებას ითხოვს, თუ როგორ ცხოვრიბდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს.
“მთავრობის მიერ დასახულ გეგმაში წარმოდგენილია პრივატიზაციის განხორციელება – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გასხვისება, რათა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები შემოვიდეს და მოხმარდეს ინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა. ხომ არ არიან ამ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფო ქონებით – აგარაკებით სარგებლოდნენ და ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, ხოლო დღეს მთავრობის და პარლამენტის წევრები სარგებლობენ თუ არა ამ აგარაკებით? არის თუ არა სხვაობა? შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს”, – მიმართა კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ივანიშვილის მარიონეტი ღარიბაშვილი ცრუობს