საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, თბილისი-წითელი ხიდის, მარნეული-სადახლოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, ხაშური-ვალე-ახალციხის, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის, სენაკი-ფოთი-სარფის, თბილისის შემოსავლელი გზები თავისუფალია.
“მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მობილიზებული იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უმოკლეს დროში მომხდარიყო. წუხელ ღამით მომხდარმა სტიქიამ დედაქალაქი და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა დააზიანა”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა წყნეთი-ბეთანიის გზაზე კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული