რუსეთის საფრთხედ აღიარებული ,,ლაშა რუსტავსკი,, მოსკოვშია…

რუსეთის სახელმწიფოს მიერ 2008 წელს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემად აღიარებული კრიმინალური ავტორიტეტი, ,,კანონიერი ქურდი,, ლაშა შუშანაშვილი იგივე ,,ლაშა რუსტავსკი,, საბერძნეთის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ კვლავ მოსკოვში ჩავიდა… ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა ,,როსბალტი,, ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შუშანაშვილი მოკლე ხანებში ,,გოლდენ პალასში,, სტუმრობას და ადრე დაპირისპირებულ ,,ბოსთა ბოსის,, შაქრო კალაშოვის იგივე ,,შაქრო მალადოის,, მონახულებას აპირებს. როგორც გამოცემა აცხადებს, შაქროსთან შეხვედრის დღის წესრიგში მოკლული ,,დედ ხასანის,, დაჯგუფებიდან ,,ლაშა რუსტავსკის,, მიმხრობილი ,,ზაკონნიკების,, საკითხთან ერთად, კალაშოვთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფ და შუშანაშვილთან დაპირისპირებულ ტარიელ ონიანთათ, იგივე ,,ტაროსთან,, ურთიერთობის საკითხები იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, 2012 წელს საბერძნეთში 14 წლიანი პატიმრობა მისჯილი ლაშა შუშანაშვილი, გამოუცნობი გარემოებებით, მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუბლებაზე აღმოჩნდა და ის არ აპირებს განზე გადგეს რუსეთში მიმდინარე კრიმინალური პროცესებიდან. შუშანაშვილი, პირისპირ შეხვედრამდე, ტელეფონით უკვე ელაპარაკა შაქრო კალაშოვს და საუბარს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა… კალაშოვი გაგებით მოეკიდა შუშანაშვილის სურვილს ზურგი არ აქციოს ,,დედ ხასანის,, კლანიდან კალაშოვის მიერ მოძულებულ და მასთან შეკედლებულ ავტორიტეტებს, აცხადებს გამოცემა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)ზურაბ ჯაფარიძე: “სააკაშვილი ადამიანებზე ისე საუბრობს თითქოს ცხოველებზე საუბრობდეს”
შემდეგი სტატიამოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი , იგივე „დავით სვანი“ აიყვანეს (ვიდეო)