რომის პაპი პირველად ეწვია კუბას

რომის პაპი პირველად ეწვია კუბას

რომის პაპი პირველად ეწვია კუბასრომის პაპი ფრანცისკი პირველად ეწვია კუბას, სადაც ოთხ დღეს გაატარებს, შემდეგ კი აშშ-ში გაემგზავრება. ჰავანაში გამოსვლისას, მან ბარაკ ობამას და კუბას ლიდერს რაულ კასტროს მოუწოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი გააგრძელონ.
პაპ ფრანცისკს, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან არის, დიდი წვლილი მიუძღვის კუბასა და აშშ-ს შორის სიტუაციის გაუმჯობესებაში. “აი, უკვე მერამდენე თვეა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს, რომელიც დიდი ხნის გაუცხოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აგვარებს” – განაცხადა პაპმა.

რომის პაპი პირველად ეწვია კუბას

“მე მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს შეუპოვრად იარონ ამ გზაზე და საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ, როგორც მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის” – განაცხადა პანთიფიკმა.
ხუთშბათს ვატიკანმა იმედი გამოთქვა, რომ პაპის ვიზიტი ხელს შეუწყობს ამერიკული ემბარგოს მოხსნას, ასევე, კუნძულზე უფლებების და თავისუფლების ხარისხის ამაღლებას.

banner
წინა სტატიაში“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისა. ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება”
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილის აზრით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, “პანორამა თბილისის” მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა