მმართველი კოალიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარების მომხრე არ არის. განცხადებები თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კეთდება.
მმართველი კოალიციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომის ნაცვლად პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
როგორც მმართველი კოალიციის წევრი აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, გაიმართება თუ არა პარასკევს შეხვედრა დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის.
ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები იქნებიან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც.