რიგგარეშე საპარლამენტო სესია ჩაიშალა. კვორუმი არც მესამე მცდელობაზე შედგა. საჭირო 76 დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში მხოლოდ 42 იმყოფებოდა. როგორც მანან კობახიძემ განაცხადა
„კვორუმის არ არსებობის გამო პარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება სხდომა განაგრძოს“.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი კენჭისყრამდე პროცედურაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა. დეპუტატმა წინასწარ აღნიშნა, რომ კვორუმი არ შედგებოდა და მმართველი გუნდი უპასუხიმგებლობაში დაადანაშაულა.
ხოლო ყველა დეპუტატს ვინც დღეს სხდომაზე გამოცხადდა მადლობა გადაუხადა. ჯაფარიძემ უმცირესობის წევრებს მოუწოდა არ დატოვონ სხომათა დარბაზი და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის უმცირესობის სხდომა ჩაატარონ.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა.