პუტინი გელენჯიკშია – აცხადებს ალფრედ კოხი

541ff762e4937_Альфред-Кохრუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ალფრედ კოხმა, პრეზიდენტ პუტინის გაუჩინარებასტან და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ,,ფეისბუქით,, გამოხატა…

,,ზის ბაიყუშივით გელენჯიკში. გაბოროტებული, როგორც ეშმაკი. ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს შემდგომში. თამაში აღარ აქვს. არც უკრაინაში, არც რამზანსა და ძალოვანებს შორის ლავირება არ შეეძლება. ეკონომიკაშიც არაპოპულარული გადაწყვეტილებების დრო დადგა… ამიტომაც საყვარელი ტაქტიკა აირჩია: გაყუჩდა… იქნებ თავისით გაიწოვოს. ჩაწვა… ელოდება. პესკოვი ჯერჯერობით აჭმევს ხალხს კონსერვებს (იგულისხმება ძველი კადრები რედ.) ის ვერ ეჩვევა სულელად ყოფნას… ხრუშოვსაც ეგონა, რომ სადაც ის იყო იქ იყო ხელისუფლება, მაგრამ პლენუმმა აიღო და მოხსნა.,, წერს ალფრედ კოხი

შეგახსენებთ, რომ შავიზღვისპირა გელენჯიკში, რუსეთის პრეზიდენტს ფეშენებელური რეზიდენცია აქვს, სადაც ის ხშირად ისვენებს.

banner
წინა სტატიაშიირანის ახალმა რაკეტებმა რეგიონში შოკი გამოიწვია
შემდეგი სტატიაჯიჰადისტებმა ამჯერად თავიანთი წევრები დახვრიტეს