პრემიერმინისტრს მარტვილში ელოდებიან

საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი

ocneba-raribashviliპარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში თამარ ხიდაშელი იქნება, ხოლო მარტვილში – სოსო დანელია.

20 აგვისტოს 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ისინი საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. 21 აგვისტოს ბოიკოტს შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ბიოკოტს არ შეუერთდა “პარტიოტთა ალიანსი”. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს.

ცესკოს ცნობით, საგარეჯოში არჩევნები 49 უბანზე ჩატარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველი ფიქსირდება, ხოლო მარტვილში – 39 უბანზე, სადაც 33 465 ამომრჩეველია.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

ხვალ კი, როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი,  პრემიერმინისტრს  მარტვილში ელოდებიან, სადაც იგი ოფიციალურად წარადგენს და მხარდაჭერას გამოუცხადებს მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს სოსო დანელიას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ
შემდეგი სტატიამკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს