ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი დემარკაციული ნიშნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ “არსებული ვითარებიდან გამოსავალი სიმშვიდის შენარჩუნებაშია”.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
„მთავრია, შევინარჩუნოთ კარდინალური ხაზი. ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან პასუხები არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ. ჩვენ დღეს ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ეს არის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველო არ ჩერდება და არ აჩერებს თავის განვითარებას და ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.