პოლონეთმა რუს დისპეჩერებს ბრალი წაუყენა პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე

პოლონეთმა რუს დისპეჩერებს ბრალი წაუყენა პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე

პოლონეთმა რუს დისპეჩერებს ბრალი წაუყენა პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავის ჩამოგდებაზეპოლონეთის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის ორ დისპეჩერს ბრალი წაუყენა 2010 წლის აპრილში Ту-154 -ის კატასტროფის გამო, რომელსაც პოლონეთის მაშინდელი მთავრობის ყველა წევრი ემსხვერპლა.
თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს აფეთქდა აეროპორტ „სევერნისთან“. ბორტზე 98 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.
„ბრალი ორ რუს დისპეჩერს წაეყენა საავარიო მდგომარეობის შემთხვევით შექმნის გამო. ჩვენ ვაპირებთ მათ მოწმის სახით დაკითხვას“ – განაცხადა პოლონეთის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტებმა, რომლებიც აღნიშნული შემთხვევის გამოძიებას აწარმოებდნენ, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა პოლონურ ეკიპაჟს დააკისრეს.

banner
წინა სტატიაშივიცეპრემიერი ჯანელიძის პარლამენტში მისვლას აუცილებლად არ მიჩნევს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2242 ლარი გახდა