პეტრო პოროშენკო: მიხეილ სააკაშვილი იქნება შესანიშნავი პრემიერი, საქართველოსი

მიხეილ სააკაშვილი იქნება შესანიშნავი პრემიერი, საქართველოსი – ამის შესახებ გამოცემა Intependent-თან უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ამგვარად ოდესის გუბერნატორის ქვეყნის პრემიერად დანიშვნის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც Independent წერს, ამ დრომდე პოროშენკო ამ საკითხზე კომენტარზე უარს აცხადებდა. თუმცა, პოროშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს პრეზიდენტის მხარდაჭერა.
ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშნვის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ინტერესებში აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ შედის. თვის დასაწყისში კი, საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინის პრემიერად დანიშვნის ინიციატივის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე პეტიციაც გამოჩნდა, პეტიციას საკმარისმა რაოდენობამ მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ უნდა განიხილოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნებაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა