ომბუდსმენი ბაჩო ახალაიას შეხვდა- რაზე ესაუბრა ნანუაშვილი ყოფილ მაღალჩინოსანს

ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია მოინახულა. უჩა ნანუშავილი ბაჩო ახალაიას მდგომარეობით დაინტერესდა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა და სახალხო დამცველმა აქტუალურ თემებზეც ისაუბრეს. მათ შორის როგორც ანი ნადარეიშვილი აცხადებს საუბარი შეეხო ჯარისკაცებისა და პოლიციელების პატიმრობაში ყოფნის ფაქტს.

“საუბრის მეორე თემა შეეხებოდა უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოსთვის თავდადებული ჯარისკაცების და პოლიციელების, კერძოდ, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძის, რომა შამათავას, კობა თოდუას, კახა ნაკანის და სხვების სისხლის სამართლის საქმეებზე დარღვევებს და მათ უკანონო პატიმრობას. უჩა ნანუაშვილმა ამ წუთებში დატოვა მატროსოვის მე-9 დაწესებულება,” – აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილის ინფორმაციით უჩა ნანუაშვილმა და ბაჩო ახლაიამ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს.

banner
წინა სტატიაში“ვაპირებთ, გავცეთ ნებართვა” – გიგლა აგულაშვილი ხუდონჰესზე საუბრობს
შემდეგი სტატიამწერალი რეზო ჭეიშვილი ქუთაისში დაკრძალეს