ოთარ დანელია წილკანში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეულის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, მარცვლეული კულტურების და სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშების წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სათბურ-ორანჟერიები, ვირუსოლოგიის და ქსოვილის კულტურის In-vitro ლაბორატორია დაათვალიერეს და ნიადაგისა და დნმ-ის ლაბორატორიების სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

მინისტრი ასევე ბაზაზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო სამსახურის წარმომადგენლებმა კი მინისტრს კაკლოვანი და ხეხილოვანი კულტურების ნაყოფის ამღები ახალი მოწყობილობის მუშაობის მექანიზმი გააცნეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მინისტრს პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

აღნიშნულ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოებაზე, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების, ასევე ახალი პროექტის ფარგლებში სატყეო და ქარსაცავ ჯიშთაგამოცდის შედეგებზე. განიხილეს ქვეყანაში იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებში არსებული საფრთხის შემცველი ტრანსიზომერული ცხიმების დარეგულირების სტრატეგია. ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს მუნიციპალიტეტებში მოწყობილი სადემონსრაციო ნაკვეთების მონიტორინგის ფენოლოგიური დაკვირვების ანალიზი და შედეგებიცგააცნეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა დღეიდან მკაცრად მოეთხოვებათ