წუხელ გვიან ღამით, უკრაინის ნაციონალისტური დაჯგუფება ,,მემარჯვენე სექტორის,, წარმომადგენლებმა, მოძრაობა ,,ავტომაიდანთან,, და ,,საზოგადოებრივი დაცვის საბჭოს,, წევრებთან ერთად, ოდესაში კომუნისტური პარტიის ოფისი დაიკავეს და ამის მიზეზად კომუნისტების მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერა დასახელდა…
,,კომუნისტების პარტია, ეს ანტიხალხური კრებულია, რომელიც უნდა გაუქმდეს,, აღნიშნეს აქტივისტებმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მაისის თვიდან კანონით აიკრძალა, როგორც კომუნისტური ასევე ფაშისტური იდეოლოგია.