მმართველ კოალიციას არ აქვს გადაწყვეტილი დაუჭერენ თუ არა მხარს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ეზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. გვენეტაძის შესახებ დღეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძეს კარგ პროფესიონალად ახასიათებს.
“შემიძლია ქალბატონ ნინოზე ბევრი კარგი ვისაუბრო. ის კარგი და პროფესიონალი ადამიანია. ფრაქციებში მისი კანდიდატურის განხილვა გრძელდება და გადაწყვეტილება შეთანხმების საფუძველზე მოხდება,”- აცხადებს ეკა ბესელია.