ნასას ექსპერიმენტი–ჰავაიში მარსზე გადარჩენისთვის

ნასას ექსპერიმენტი ჰავაიში მარსზე გადარჩენისთვის

ნასას ექსპერიმენტი ჰავაიში მარსზე გადარჩენისთვისჰავაიში დაიწყო ექსპერიმენტი მარსზე სიცოცხლის შესანარჩულებლად.
ჰავაის კუნძულებზე ნასას ჯგუფმა საექსპერიმენტო მისიის შესრულება დაიწყო, რაც მარსზე არსებულ პირობებში სიცოცხლის შენარჩუნებას გულისხმობს.
ექვსკაციანი ჯგუფი ერთ წელს სრულ იზოლაციაში გაატარებს, ისინი სპეციალურ კომლექსში იცხოვრებენ მძინარე ვულკანის მაუნ-ლოას ყელზე. ექსპერიმენტის მონაწილეებს მოუწევთ მთელი ამ ხნის მანძილზე სუფთა ჰაერის გარეშე იცხოვრონ, ისინი ახალმომზადებულ საჭმელს ვერ შეჭამენ, იცხოვრებენ იზოლორებულ შენობებში, რომელიც სპეციალურად დამზადდა ექსპერიმენტისთვის.

ექსპერიმენტის პირობების თანახმად, ჯგუფის წევრები ქუჩაში მხოლოდ სკაფანდრებით გამოვლენ.
ჯგუფში არიან ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი, და ოთხი ამერიკელი – მფრინავი, არქიტექტორი, ექიმი და ნიადაგმცოდნე.
ნასაში ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტის საშუალებით ისინი ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სხვა პრობლემების შესწავლას შეძლებენ, რომელსაც მარსზე გაგზავნილ ჯგუფთან აუცილებლად წააწყდებიან.
მსგავსი ექსპერიმენტი ამერკულმა კოსმიურმა სააგენტომ უკვე ჩაატარა, ის 4 და 8 თვეები გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშილევან გვაზავას მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიაესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო დაცვის გაძლიერების მიზნით საზღვარზე კედელს ააშენებს